ექიმ ბუბნოვკის სამედიცინო ცენტრი

ხერხემლის დაავადებათა, სახსრებისა და მალთაშუა დისკის თიაქრის მკურნალობა

ძვალ-სახსროვანი სისტემის მკურნალობა ოპერაციისა და მედიკამენტების გარეშე, მათ შორის : ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, სქოლიოზი, ართრიტი, ართროზი, კოქსართროზი. ასევე ტრავმის შემდგომი და ოპერაციის შემდგომი რებილიტაცია.

ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ 110 ცენტრთაგან, რომლებიც მუშაობენ ს.მ. ბუბნოვსკის მეთოდით როგორც რუსეთის ფედერაციაში ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ: ფინეთში, მონტენეგროს რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ირლანდიაში, კვიპროსზე, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ბელორუსიაში.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ს.მ. ბუბნოვსკის მიერ შემუშავებულ მეთოდს საფუძვლად უდევს — მოძრაობით მკურნალობა (კინეზითერაპია). მეთოდი თავისთავად მოიცავს ვარჯიშთა სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ხერხემლისა და მსხვილი სახსრების მიმდებარე ღრმა კუნთების გააქტიურებას. ამასთანავე აძლიერებს კუნთებში სისხლის მიმოქცევასა და აუმჯობესებს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების კვებას; შესაბამისად მათი მკურნალობა-აღდგენისათვის იქმნება ყველანაირი საჭირო პირობა.

სპეციალურ ვარჯიშთა შესრულება, სერთიფიცირებული სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, თქვენ დაგეხმარებათ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ისეთი დაავადებათაგან განკურნებასა და თავიდან აცილებაში, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, ართრიტი, ართროზი, ასევე ხელს შეგიწყობთ ტრამვის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესში.

მკურნალობის ეტაპები

Главная

დიაგნოსტიკა და კონსულტაცია

ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია

Главная

ინდივიდუალური პროგრამა

ნევროპათოლოგის მიერ შედგენილი პირადი მკურნალობის პროგრამა

Главная

მკურნალობის კურსი

12 სეანსი პირადი ექიმი-რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ  სპეციალურ დანადგარზე.

ვიდეო

ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ დროის შესათანხმებლად.
ქოლცენტრის ნომერია 544 444 780 ზარი უფასოა

    მადლობა

    კითხვა-პასუხი

    სიახლე და აქციები